მედიაწარმოება – „ბიმარკ ქონსალთინგის“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სერვისი ორგანიზაციებისთვის

ოდითგანვე, ადამიანები ურთიერთობისთვის კომუნიკაციის  სხვადასხვა საშუალებას და არხს იყენებდნენ. ისინი დღესაც, პირდაპირი თუ არაპირდაპირი კომუნიკაციის გზით ცვლიან ინფორმაციას, იდეებს, ცოდნას და გამოცდილებას. გამომდინარე აქედან, კომუნიკაციაა ყველაფერი – სიტყვები, გამოსახულებები, სიმბოლოები, ქმედებები, ის რასაც ვაკეთებთ და ვამბობთ და ა.შ, შესაბამისად, წარმოუდგენელია ცხოვრება ან/და საქმიანობა კომუნიკაციის გარეშე.

საუკუნეების განმავლობაში, საზოგადოების განვითარების კვალდაკვალ, საკომუნიკაციო წყაროები სულ უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა. დღევანდელ საინფორმაციო ეპოქაში, თანამედროვე ტექნოლოგიების და საკომუნიკაციო საშუალებების განვითარება უწყვეტ საინფორმაციო გარემოს ქმნის. დღეს, საზოგადოებისთვის იმაზე მეტი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამასთან, ფაქტობრივად ყველას აქვს შესაძლებლობა იყოს როგორც ინფორმაციის მიმღები, ასევე გამცემი.

ყველა ეპოქაში, კაცობრიობის ისტორიისა და კულტურის ჩამოყალიბებაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს კომუნიკაციის სახეობა (სიტყვიერი, წერილობითი, ვიზუალური და ა.შ). ახალი ტიპის, ტექნოლოგიური კომუნიკაციის განვითარებამ, საფუძველი ჩაუყარა მედიაკულტურის განვითარებას და დღეს, ჩვენ, სწორედ  მედიაკულტურის ეპოქაში გვიწევს ცხოვრება.

სწორი კომუნიკაცია და ზუსტად შერჩეული საკომუნიკაციო არხები, შესაბამისი კონტენტი და მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტი,  იყო და არის ორგანიზაციების საქმიანობის წარმატების  მნიშვნელოვანი წინაპირობა. სწორედ ამიტომ, საკონსულტაციო კომპანიის „ბიმარკ ქონსალთინგი“ სერვისებს შორის არის მედიაწარმოება, რაც მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის შექმნას გულისხმობს.

მედიაწარმოების მიმართულებით „ბიმარკ ქონსალთინგის“ პარტნიორია რეჟისორი და პროდიუსერი გვანცა მეფარიშვილი, რომელსაც მედიის სფეროში 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, არის არტ, სოციალურ და სამედიცინო პროგრამების ავტორი,  დოკუმენტური, საიმიჯო და მხატვრული ნამუშევრების არტისტი.

„ინფორმაციულ ხანაში ცხოვრება გამოწვევად იქცა თანამედროვე ადამიანისთვის. წარმოუდგენელ ტექნიკურ მოქნილობასთან ერთად განვითარებულმა დარგებმა,  რევოლუციური ეფექტი მოახდინეს ადამიანის ფსიქოლოგიაზე. ერთ დროს სიტყვა, რომელიც ცვლიდა ცნობიერებას, დღეს უკვე იმიჯმა ჩაანაცვლა. მასობრივ კომუნიკაციაში აუდიო-ვიზუალურმა ხელოვნებამ დაამკვიდრა ერთგვარი მარეგულირებლის როლი, ფორმების, ფერების, რაკურსის, ხმისა და მუსიკის პატერნალური დეტერმირირებით. ბიზნესი ყველაზე მეტად გრძნობს ამ ცვლილებებს, რადგანაც მისთვის, მის მიერ შემოთავაზებული პროდუქტის იმიჯი სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჩვენ, მიზანმიმართულად არ ვსაუბრობთ მხოლოდ რეკლამაზე, რადგანაც გვინდა, ბიზნესსა და აუდიტორიას შორის გავაღრმაოთ არც თუ ისე ტრადიციული ნარატიული კომუნიკაციის პრინციპი. კრეატიული მიდგომები გვაძლევს საშუალებას შევქმნათ მედიასივრცეში განსათავსებელი აუდიო-ვიზუალური ნამუშევრები, როგორც ერთგვარი დიალოგი ბიზნესსა და მომხმარებელთან“, – აღნიშნავს გვანცა მეფარიშვილი.

მისი განმარტებით, ციფრულ ხანაში, ინფორმაციის მიწოდებამ განსაკუთრებული ტრანსფორმაცია განიცადა. მედიაექსპერტები პრინციპულ განსხვავებებს ეძებენ ტრადიციულ და მეინსტრიმ მედიას შორის არსებულ უპირატესობაზე. თუმცა, პასუხი ერთია – გააჩნია რა დროს და რა მოცემულობაში. პროდუქტის ორგანიზებულმა პრომოციამ უნდა გამოიყენოს მასობრივი მედიუმის ყველა ეფექტიანი მეთოდი და საშუალება.

„დღეს, ნებისმიერი ტიპის მედიაპროდუქტი, საჭიროებების გაცემაზეა მორგებული. თანამედროვე მაყურებელი, იგივე მომხმარებელი, უფრთხილდება საკუთარი დროის ყოველ წამს და მედიასაშუალებისგან ითხოვს მაქსიმალურ სარგებელს-ინფორმაციას. პრაგმატულად ჟღერს, მაგრამ ასეა. აღსანიშნავია, რომ იმ რეალობაში, სადაც ნებისმიერ მობილურ მოწყობილობასაც კი, წამებში შეუძლია შექმნას ხარისხიანი გამომსახველობითი ეფექტი, კრეატიულობის მოტივაცია იზრდება და ეს ყველაფერი, მედიაპროდუქტს კონკურენტუნარიან გარემოში ამყოფებს, განსაკუთრებით მის მონათესავე დარგებთან – კინოსთან, თეატრთან, კონცეპტუალურ არტთან.  კარგ მედიაპროდუქტს უნდა ქონდეს სუბკულტურული ინტერვენციის პოტენციალი, მისმა შემოჭრამ, ფაქტობრივად არსებული და ტრადიციულად მიმღებლური ინფორმაციის მუდმივი გადაფასება უნდა განაპირობოს“, – განმარტავს გვანცა მეფარიშვილი.

როგორც „ბიმარკ ქონსალთინგის“ პარტნიორი აღნიშნავს, კომპანიის მაღალკვალიფიციურ პროდიუსინგს აქვს შესაძლებლობა მომხმარებელს შესთავაზოს სხვადასხვა ფორმატის აუდიო-ვიზუალური ნამუშევარი, იქნება ეს სარეკლამო ხასიათის რგოლი, „პროფაილ“ ისტორია, სოციალური კლიპი, ტელე-სიუჟეტი, მხატვრული თუ შემეცნებითი დოკუმენტური ფილმები.

„მაქსიმალური შედეგის და ხარისხიანი პროდუქტის მიღების მიზნით, ჩვენი გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს სფეროში მომუშავე გამოცდილ პროფესიონალებთან: კონტენტის იდეის ავტორებთან, რეჟისორებთან, ოპერატორებთან, ტექნიკურ ჯგუფთან, მსახიობებთან, გახმოვანების მსახიობებთან, თარჯიმნებთან, დიზაინერებთან. კომპანიის პროდიუსინგი გადის წარმოების ყველა შესაბამისს ეტაპს: მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც მოიცავს დამკვეთთან მოლაპარაკებებს, იდეასა და ფორმის შემუშავებას და შესაბამისი გუნდის შექმნას, წარმოების სტრატეგიის დაგეგმვას და ტექნიკური საშუალებების (კამერა, განათება, ხმის აპარატურა) მობილიზებას; წარმოების ეტაპი, რომელიც მოიცავს დამკვეთთან მუშაობას, გადაღებების დაგეგმვა – განხორციელებას და იდეის შესრულების მონიტორინგს. პოსტ-წარმოების ეტაპი, რომელიც მოიცავს  დამკვეთთან მუშაობას, მასალის დამუშავება-მონტაჟს, ხმის მონტაჟს, ფერის დამუშავებას, იდეისა და ფორმის საბოლოო შედეგის ჩაბარებას. გამომდინარე აქედან, ჩვენ მიერ დამზადებული პროდუქტი არის დამკვეთის საჭიროებებზე  სრულად მორგებული აუდიო-ვიზუალური ნამუშევარი, რომელიც განკუთვნილია, როგორც კორპორატიული მოხმარებისთვის, ასევე ფართო აუდიტორიასთან კომუნიკაციის და მედიაში  (ტელევიზია, რადიო, ვებ-პლატფორმა, სოციალური ქსელები) განთავსებისთვის“, – აღნიშნავს გვანცა მეფარიშვილი.

საკონსულტაციო კომპანია „ბიმარკ ქონსალთინგი“ გთავაზობთ სრულ, პროფესიონალურ მედიამომსახურებას. კომპანიის  მიერ შექმნილი მედიაპროდუქტი, შესაბამისი თემის ექსპერტებთან ერთად გაანალიზებული და დეტალურად გათვლილი სქემით იგება, აკმაყოფილებს თანამედროვე გამომსახველობით სტანდარტებს და ქმნის ჩარჩოს პერსონალური თუ კოლექტიური ნარატივისთვის.