ჟურნალ “ინტერიერის” ახალი მეთოთხმეტე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

„ბიმარკ ჯგუფის“ მედია მიმართულების წარმატებული პროდუქტის, ჟურნალ “ინტერიერის”  ახალი, მეთოთხმეტე  ნომერი გამოიცა. ამჯერად, ჟურნალი მკითხველს წარუდგენს რამდენიმე საინტერესო დიზაინის მქონე ინტერიერს ძველ თბილისში. ასევე, გამოცემაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წარმატებული ქართველი ინტერიერის დიზაინერების ნამუშევრებს.   

ჟურნალი „ინტერიერი“ 2017 წლიდან გამოიცემა და ასახავს საქართველოში არსებულ საინტერესო და ინდივიდუალიზმით გამორჩეულ ინტერიერებს.