ჟურნალ “ინტერიერის” ახალი მეცამეტე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

ბიმარკ ჯგუფის მედია მიმართულების ერთ-ერთი წარმატებული პროდუქტის, ჟურნალ “ინტერიერის” მეცამეტე ნომერი ორწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ გამოიცა. პრეზენტაცია ორბელიანის ტერასაზე 7 ივლისს გაიმართა.

ჟურნალი “ინტერიერი” 2017 წლიდან გამოიცემა კომპანია “ბიმარკის” მიერ და საქართველოში საცხოვრებელი და საჯარო სივრცეების განსაკუთრებული ესთეტიკის მქონე ინტერიერებს ასახავს.