ფონდების მოძიება და დონორებთან ურთიერთობა –  2023 წლიდან, საკონსულტაციო კომპანიის „ბიმარკ ქონსალთინგი“  სერვისების სპექტრი გაიზარდა

ფინანსური სახსრების მოძიების პრაქტიკა, მეტწილად შემოწირულობების სახით, უძველესი დროიდან არსებობდა ეგვიპტეში, საბერძნეთში, რომში.  თუმცა,  ფონდების მოზიდვის ის თანამედროვე მიდგომები, რომელსაც ჩვენ უკეთ ვიცნობთ, მე-20 საუკუნეს უკავშირდება. ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად,  ფინანსების მოძიების  მეთოდიც  და წყაროც  შეიცვალა და მრავალფეროვანი გახდა.

დღეს, ფონდების მოძიება მრავალმილიარდიანი ინდუსტრიაა, რომელიც მიმართულია გადაჭრას ამოცანების ფართო სპექტრი – ჰუმანიტარული დახმარებიდან და სამედიცინო კვლევებიდან დაწყებული, ხელოვნებით, კულტურით და სხვა არაერთი მიმართულებით დამთავრებული. ფონდების მოზიდვის მეთოდები განაგრძობს განვითარებას და ფოკუსირებულია მონაცემებით გამყარებულ სტრატეგიებზე, დონორთა ჩართულობასა და გამჭვირვალობაზე. 

ბოლო ათეული წლებია, საქართველოში, პარტნიორი ქვეყნების და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ფაქტობრივად ყველა სფეროში, სხვადასხვა მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრამებისა და  პროექტების განხორციელება დაიწყო. მიუხედავად ამისა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების, ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა-განვითარების და სამოქალაქო საზოგადოების თუ ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველყოფისთვის, ფონდების მოძიება დღესაც მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს.

სწორედ ბაზარზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, 2023 წელს, საკონსულტაციო კომპანიის „ბიმარკ ქონსალთინგი“ მომსახურების სფეროს დაემატა კიდევ ერთი მიმართულება – ფონდების მოძიება და დონორებთან ურთიერთობა, რომელსაც ქეთევან გომელაური უძღვება. მისი თანამშრომლობა საერთაშორისო, დონორ ორგანიზაციებთან უკვე 20 წელს ითვლის და სხვადასხვა სფეროში პირდაპირი დახმარებებისა და ინსტიტუციური განვითარების გრანტების მოპოვებას უკავშირდება

„ფონდების მოძიება, დღესაც, გადამწყვეტ როლს თამაშობს საზოგადოებისთვის სასარგებლო ინიციატივების განხორციელებაში, იქნება ეს ინფრასტრუქტურული განვითარება, სიღარიბის დაძლევა, მეცნიერების წინსვლის ხელშეწყობა თუ სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარება. შესაბამისად, აქტიური მუშაობა ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად, ძალიან მნიშვნელოვანია”, – აღნიშნავს საკონსულტაციო კომპანიის „ბიმარკ ქონსალთინგი“  ექსპერტი ქეთევან გომელაური.

მისი განმარტებით, ფონდების მოძიება აქტუალურია როგორც კერძო, ისე სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორისთვის. კერძო კომპანიებისთვის ფონდების მოზიდვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საწყის ეტაპზეა, სანამ განვითარების იმ ეტაპს მიაღწევს, „დამოუკიდებლად“ ფუნქციონირება შეძლოს. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, ფონდების მოძიების გარეშე მათი არსებობა რთულად წარმოსადგენია. უნდა აღინიშნოს, რომ  დღეს, უმეტეს შემთხვევაში, არასამთავრობო სექტორი დამოკიდებულია დონორი ორგანიზაციების დახმარებაზე და ნაკლებად არის ორიენტირებული ფონდების დივერსიფიკაციაზე,  რაც ექსპერტის აზრით, მნიშვნელოვანია ძლიერი და მდგრადი სოციალური ცვლილებების მისაღწევად.

„ფონდების მოზიდვის სხვადასხვა სქემა არსებობს. როგორც აღვნიშნე, არასამთავრობო სექტორი, ძირითადად, დონორი ორგანიაციების ფონდებზეა დამოკიდებული, რაც, როგორც წესი, საგრანტო კონკურსებში მონაწილოებას ნიშნავს. ახალბედა ორგანიზაციისთვის, განსაკუთრებით რთულია ფონდების მოძიება. საგრანტო კონკურსებში მისაღებად, მათ არ ყოფნით გამოცდილება, რომ აღარაფერი ვთქვათ საპროექტო წინადადების ფორმების კომპლექსურობაზე, რომლებიც განსხვავებულია დონორის მიხედვით და სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს. თუ რეგიონულ ორგანიზაციებზე ვისაუბრებთ, მათაც ასევე ნაკლებად მიუწვდებათ ხელი დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე. ფონდების მოძიებასთან ერთად, გამოცდილება შემდგომ ამ ფონდების მართვასაც სჭირდება, რაც დაფინანსების მიღების მსურველი ორგანიზაციებისთვის ასევე გამოწვევაა“, – აცხადებს ქეთევან გომელაური.

ექსპერტის თქმით, ფონდების მაძიებელი არამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია განსაზღვროს მისი ინიციატივის განხორციელებისთვის ბაზარზე არსებული ფინანსური შესაძლებლობები, მათ შორის საერთაშორისო, დონორი თუ ბიზნეს ორგანიზაციების დაინტერესების თვალსაზრისით. შემდეგ ეტაპზე, რა არხებით მიაწვდინოს ხმა და როგორ დააინტერესოს შერჩეული ორგანიზაციები, რა მექანიზმები და ინსტრუმენტები გამოიყენოს მათი  კეთილგანწყობისა და ნდობის მოსაპოვებლად. ეს უკანსაკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრძელვადიანი თანამშროლობის განვითარებისთვის, რომლის მისაღწევად, ასევე მნიშვნელოვანია წარმატებული „ქეისის“ შექმნა. შესაბამისად, მოძიებული სახსრებით, საჭიროა ინიციატივის პროფესიონალურ დონეზე და მაღალი ხარისხით განხორციელება, რისთვისაც შესაბამისი ცოდნა, უნარები და გამოცდილებაა საჭირო.      

„ყველა ზემოაღნიშნული გამოწვევის გათვალისწინებით, ჩვენ ვთავაზობთ დაინტერესებულ ორგანზაციებს ყოვლისმომცველ მხარდაჭერას ფონდების მოზიდვის მიმართულებით დასახული მიზნების მისაღწევად, ისევე როგორც პროექტების მართვასა და დასახული ამოცანების წარმატებით შესრულების უზრუნველყოფაში. ჩვენი სერვისები მოიცავს ბაზრის კვლევასა და დონორთა ძიებაში მხარდაჭერას; ფონდების მოზიდვის პოტენციალის გაზრდას; პროექტების შემუშავებასა და მართვას; შესაძლებლობების განვითარებასა და პროცესების მართვის მუდმივ მხადაჭერას“, – განმარტავს ქეთევან გომელაური.  

უნდა აღინიშნოს, რომ საკონსულტაციო კომპანია „ბიმარკ ქონსალთინგი“ ეხმარება ორგანიზაციებს იმ კავშირების შექმნაში,  რაც მათ შედეგების მიღწევაში დაეხმარება.