საკონსულტაციო კომპანია „ბიმარკ ქონსალთინგი“ – უნიკალური პარტნიორი თქვენი წარმატებული საქმიანობისთვის

საკონსულტაციო კომპანია „ბიმარკ ქონსალთინგი“ ქართულ ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა და საქმიანობა ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით დაიწყო. მისი მომსახურების სფერო მოიცავდა პერსონალურ ქოუჩინგს, მოლაპარაკების ტექნიკას, ადამიანური რესურსების მართვას, რეკრუტინგს, მუნიციპალური საგანმანათლებლო პროექტების  მართვას, კულტურული პროექტების განხორციელებას, მედია მხარდაჭერას, მომსახურების სერვისზე ორიენტირებულ ტრენინგებს და სხვა არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებას.

წლების განმავლობაში აქტიურმა მუშაობამ და მუდმივად განვითარებისკენ  სწრაფვამ, შედეგი გამოიღო და კომპანიამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ადგილობრივ ბაზარზე.  ,,ბიმარკი“ გახდა სანდო პარტნიორი არაერთი კომპანიის, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციისთვის.

„კომპანიის მთავარი ღირებულებები პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება და გამჭვირვალობაა. სწორედ ამ ღირებულებების გარშემო გაერთიანდა  პროფესიონალთა გუნდი – გამორჩეული, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტები  და, უკვე 8 წელია, ადგილობრივ ბიზნესს, სახელმწიფო თუ სამოქალაქო ორგანიზაციებს შესაძლებლობების განვითარებაში, საქმიანობის გაფართოებაში, საკუთარი იდეებისა და პროექტების წარმატებულ რეალიზებაში ეხმარება“, – აღნიშნავს საკონსულტაციო კომპანიის „ბიმარკ ქონსალთინგი“ მმართველი პარტნიორი მარიამ რაქვიაშვილი.

ბოლო წლებში, მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით კი, კოვიდ პანდემიამ, სრულად შეცვალა მოცემულობა – გარემო, საჭიროებები, პრიორიტეტები… უდიდესმა გამოწვევებმა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფაქტობრივად ყველა დარგსა თუ სფეროზე. ბევრმა ორგანიზაციამ ფუნქციონირება შეწყვიტა, ზოგმა არსებულ რეალობაზე გადაწყობა დაიწყო, ხოლო ნაწილმა, გამოწვევები შესაძლებლობად აქცია და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. შეცვლილმა გარემოებებმა, ორგანიზაციებისა და კომპანიებისთვის ახალი საჭიროებები გამოავლინა და ბაზარზეც განსხვავებული მოთხოვნები გააჩინა.

როგორც მარიამ რაქვიაშვილი აღნიშნავს, ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ორგანიზაციებსა და კომპანიებს არსებობის და რაც მთავარია, შემდგომი განვითარებისთვის, დიდი რესურსის (როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური) მობილიზება მოუწიათ, რისი უზრუნველყოფისთვის პროფესიონალების მხარდაჭერა, ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება გახდა საჭირო.

„საქართველოში, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მსგავსად, საქმიანობის, წარმოების და  ბიზნესის წარმატებული განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ექსპერტული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება იქნება ეს ადამიანური რესურსების, ფონდებისა და პარტნიორების მოძიების, სტრატეგიული კომუნიკაციის თუ ბევრი სხვა მიმართულებით. სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეზარდა საკონსულტაციო სერვისების სპექტრი და მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა სრული მომსახურება, რაც ორგანიზაციებს შესაძლებლობების განვითარებისა და  წარმატებული საქმიანობისთვის სჭირდება.

დღეისათვის, ე.წ. one-stop-shop პრინციპზე დაფუძნებული მიდგომით, „ბიმარკ ქონსალთინგი“  მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ სერვისებს:  ბაზრისა და თემატური კვლევების უზრუნვეყოფა, სტარტაპების და ბიზნესპროექტების განვითარება, ადამიანური რესურსების მართვა, რეკრუტინგი, მარკეტინგი და კომუნიკაცია, მედიაპროდუქტების შექმნა, თემატური ტრენინგები, ღონისძიებების პროტოკოლური ორგანიზება და ფართომასშტაბიანი კულტურული პროექტების განხორციელება. 2023 წლიდან, ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით, საკონსულტაციო სერვისების სპექტრს დაემატა ფონდების მოძიების და დონორებთან ურთიერთობების მიმართულება.

„ბიმარკ ქონსალთინგის“ ე.წ. „ერთი ფანჯრის პრინციპზე“ დაფუძნებული მიდგომა, დივერსიფიცირებული პლატფორმა და მოქნილი, საჭიროებებზე მორგებული სერვისები,       შესაძლებლობას გვაძლევს სახელმწიფო და სამოქალაქო ორგანიზაციებს,  კერძო კომპანიებსა და ბიზნესსექტორს სრულყოფილი მომსახურება შევთავაზოთ. სწორედ ჩვენი მრავალკომპონენტიანი საკონსულტაციო სერვისი, კომპანიას  ბაზარზე   უნიკალური პარტნიორის პოზიციას უმკვიდრებს“, – აცხადებს მარიამ რაქვიაშვილი.

უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის  ყველა მიმართულების უკან  დგას  საერთაშორისო გამოცდილების, პრაქტიკული და თეორიული ცოდნის,  მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტთა გუნდი, რაც პროექტების სრული ციკლის წარმატებას განაპირობებს.

დღეისათვის, „ბიმარკ ქონსალთინგის“ პარტნიორებს შორის არიან მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქალაქ თბილისის მერია, ტექნოლოგიური განვითარების ფონდი, პროკრედიტ ბანკი, ტერა ბანკი, თოდუას კლინიკა და სხვა.