ფინანსების მართვა – „ბიმარკ ქონსალთინგის“ სერვისების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა
ყოველდღიურ ცხოვრებაში, სიტყვა „ფინანსები“ ხშირად „ფულის“ აღმნიშვნელად და იდენტური მნიშვნელობით გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის განსხვავება არსებობს, ფინანსებიც და ფულიც ფულადი ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია: ფული – საქონელბრუნვის საშუალება და ღირებულების საზომია, ხოლო ფინანსები – ყველა მატერიალური რესურსის ერთობლიობას წარმოადგენს და მათ ფორმირებას, განაწილებას და მოხმარებას მოიცავს.
ფინანსების მართვას ბიზნესის წარმატებაში განსაკუთრებული როლი ენიჭება. ნებისმიერი ორგანიზაციის ფინასური მენეჯერის ან/და გუნდის ძირითად ამოცანას ბიზნესის ვიწრო მიმართულების მიერ განსაზღვრული სტრატეგიის ფინანსურ სტრატეგიაში გარდაქმნა და შემდგომი მონეტიზაცია წარმოადგენს. ფინანსური აღრიცხვა, მმართველობითი კონტროლი, საწარმოს ღირებულების შეფასება და ღირებულების ზრდის უზრუნველყოფა – ეს, ის მცირე ჩამონათვალია, რის გარეშე ბიზნესის ეფექტიანი მართვა წარმოუდგენელია. ფინანსების სწორად განკარგვას კი, ცოდნა და გამოცდილება სჭირდება.
საკონსულტაციო კომპანიის „ბიმარკ ქონსალთინგი“ სერვისებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, სწორედ ფინანსების მიმართულებაა, რომელსაც საკონსულტაციო კომპანიის iCFO მმართველი პარტნიორი ალექსანდრე მჭედლიშვილი ხელმძღვანელობს. მისი სამუშაო გამოცდილება სტრატეგიული ფინანსური აღმასრულებლის პოზიციაზე 20 წელზე მეტს ითვლის და მოიცავს საოპერაციო და ფინანსური ეფექტურობის ამაღლებისთვის საწარმოების ცვლილებებს და ტრანსფორმაციას, მმართველობითი სისტემების ERP დანერგვას, კაპიტალის მოზიდვას, საინვესტიციო საქმიანობას, მულტიეთნიკურ და მულტიკულტურულ სამუშაო გუნდებთან და ინვესტორებთან მუშაობას.
„როგორც წესი, ბიზნესის სტრატეგიის ფორმირება იწყება ვიწრო, ინდუსტრიული სტრატეგიის ხედვის ჩამოყალიბებით. მაგ. სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, განისაზღვრება სხვადასხვა მომსახურების კომპეტენტური უპირატესობა ბაზართან მიმართებაში. ორგანიზაციის ფინანსური გუნდის ამოცანაა, ვიწრო ინდუსტრიული სტრატეგიის გარდაქმნა ბიზნესსტრატეგიაში, შემდგომში მონეტიზაციის და ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის. შემდეგ იქმნება აღრიცხვის სამსახურის პოლიტიკა, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს ბიზნესის საუკეთესო ეკონიმიკურ ინტერესებს, სრულ თანხვედრაში უნდა იყოს აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან და ამასთანავე, მაქსიმალურად ეფექტიანი საგადასახადო კანონმდებლობის ფარგლებში. ინდუსტრიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ორგანიზაცია ქმნის ბიზნესის საოპერაციო და ფინანსურ მოდელს, რაზეც შემდგომ „აშენებს“ ბიუჯეტს“, – აღნიშნავს ,,ბიმარკ ქონსალთინგის“ ექსპერტი ალექსანდრე მჭედლიშვილი.
მისი განმარტებით, წარმატებული განვითარებისთვის, ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შემუშავებული ბიზნესმიმართულებების მონეტიზაციის სცენარები, მოტივაციის სქემები, მმართველობითი კონტროლის მექანიზმები და საოპერაციო საქმიანობის შედეგად დარიცხული ფულადი სახსრების მიღების წინაპირობები; მხოლოდ ასე იქმნება კომპანიაში ჯანსაღი, ზრდაზე და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული ფულადი თუ სხვა მატერიალური რესურსების არსებობის წინაპირობა. ეს არის ის მცირედი, რაც ბიზნესს წარმატებისთვის სჭირდება.
„როგორც წესი, მეწარმეებად ხდებიან ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული იდეა, ქარიზმა. ყოველდღიური გაურკვევლობა (uncertainty) არის მათი ბუნებრივი მდგომაროება, ეგოცენტრიზმი კი, მამოძრავებელი ძალა. წარმატების საწყისი გზაზე დგებიან მეწარმეები, ვინც ბაზრი და საკუთარი მომხმარებელი იცის და ესმის მათი. წარმატების შემდგომ საფეხურზე გადადიან მეწარმეები, რომელთაც გააჩნიათ ვიწრო ინდუსტრიული სტრატეგია. როგორც წესი, სტარტაპების ნაწილი, მხოლოდ ამ საფეხურამდე „მოდის“. რეალური წარმატების შანსი ეძლევათ იმ მეწარმეებს, რომლებიც პროფესიონალურად უდგებიან ფინანსების მართვას, უზრუნველყოფენ ინდუსტრიული სტრატეგიის რისკების ბიზნესის რისკების მიმართ შეფასებას, ფინანსურ მოდელირებას, იდეის მონეტიზებას და ბიზნეს სტრატეგიად გარდაქმნას, რაც კომპანიის ღირებულების განსაზღვრის, ინვესტირებულ კაპიტალზე უკუგების მიმზიდველი მაჩვენებლების და ინვესტიციის მოზიდვის წინაპირობაა. უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესის წარმოებაში ყველაზე გავრცელებული შეცდომა, სწორედ ზემოთაღნიშნულის უგულებელყოფაა“, – განმარტავს ალექსანდრე მჭედლიშვილი.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ბიზნესის წარმატება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ფინანსების სწორ მართვაზე, თუმცა ის არ არის საქმიანობის წარმატების ერთადერთი ფაქტორი. ალექსანდრე მჭედლიშვილის თქმით, სწორად აწყობილი ფინანსები, მონეტარულად სწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობებს იძლება. ბიზნესის სირთულეები რომ განვაზოგადოთ, ყველაზე რთული გადაწყვეტილების მიღებაა და თუ გადაწყვეტილებისთვის ფინასურად გათვლილი წინაპირობები არსებობს, მაშინ ბიზნესი იმსახურებს წინსვლას და გამარჯვებას. უნდა აღინიშნოს, რომ წარმატებისთვის ბიზნესს, განსაკუთრებით დამწყებს, უნდა შეეძლოს დროულად მოახდინოს პრობლემის იდენტიფიცირება და არ „გაექცეს“ დრო, როდესაც პროფესიონალის რჩევა/დახმარება სჭირდება.
„საკონსულტაციო კომპანია „ბიმარკ ქონსალთინგი“ მულტიპროფილური კომპანიაა და არაერთ საინტერესო სერვისს აწვდის მომხმარებელს. ფინანსების მიმართულებთ, ჩვენ ვთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს: ფინანსური სტრატეგიის ფორმირება; სააღრიცხვო პოლიტიკის ფორმირება; ფინანსური სტრატეგიის შესაბამის ბიზნესის მოდელირება; სხვადასხვა სირთულის საოპერაციო, სააღრიცხვო, მმართველობითი ERP სისტემების დანერგვა, არსებულში ხარვეზების გასწორება და გაუმჯობესება; კორპორაციული ფინანსები: კაპიტალის მოზიდვის საჭიროების განსაზღვრა, კაპიტალის მოზიდვა და სხვადასხვა გარიგებების სტრუქტურირება; კომპანიების შეფასება; მმართველობითი ეფექტიანობის ზრდა საოპერაციო და ფინანსური მიმართულებით; საოპერაციო და ფინანსური სირთულეების მქონე კომპანიების „გაცოცხლება“. მოკლედ რომ ვთქვა, მაღალი სტანდარტის პროფესიონალური მომსახურებით ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს განვითარდნენ და მიაღწიონ დასახულ მიზნებს“, – აღნიშნავს ალექსანდრე მჭედლიშვილი.
იმისათვის, რომ სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციის, ინდუსტრიული წარმოების თუ მცირე კომპანიის საქმიანობა იყოს წარმატებული, საჭიროა: ცოდნა, კომპეტენცია და გამოცდილება – ის, რასაც გთავაზობთ ,,ბიმარკ ქონსალთინგის“ გუნდი.